დასახელება:
მთავარი მედდა
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მედდის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საექთნო საქმის ხარისხიანი მართვა;
** სამედიცინო სახარჯო მასალისა და მედიკამენტების მარაგისა და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა პროგრამულად;
** სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა;
** ინფექციის კონტროლისა და პრევენციის პროცესის კოორდინირება;
** ექთნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სიზუსტის კონტროლი (ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად);
** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** სავალდებულოა, პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
** სასურველია სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერული სამუშაო გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/mtavari-medda/673
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|