Робота для біженців з України
ექიმ მეან-გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმ მეან-გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ინვიტრო ლაიფი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კლინიკა "ინვიტრო ლაიფი" - აცხადებს ვაკანსიას ექიმ მეან-გინეკოლოგ - რეპროდუქტოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი: წინანდლის ქუჩა N9 / 20, (სამშობიარო "ჯანმრთელობის სახლი"-ს გვერდით, მ/ს 300 არაგველი).
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი კვირაში)

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო განათლება, რეზიდენტურა;
** სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების სამედიცინო პროგრამაში (Webmed Core) შეყვანა;
** პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
** პაციენტთა ვიზიტების დაგეგმვა;
** განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
** პაციენტის დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება;
** პაციენტებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინგლისური ენის ცოდნა (და ასევე სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** Microsoft Office-ის (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

რეზიუმე (CV) მიიღება მიმდინარე წლის 01 ივნისამდე

გთხოვთ, მხოლოდ რეალურად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ელ-მისამართზე: info@invitrolife.ge

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ექიმის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე