Робота для біженців з України
საცხოვრებელი კომპლექსის სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"VR HOLDING" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე:

"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსის ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი, ხარვეზების აღწერა, სხვადასხვა სახის გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების ორგანიზება, მართვა და პირადი ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში;
** კომპლექსის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დასუფთავების სამსახურის, აუზების მომვლელების, გამწვანების სამსახურისა და დეპარტამენტში შემავალი სხვადასხვა ტექნიკური პერსონალის სამუშაოს ზედამხედველობა და თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
** საჯინიბოს ზედამხედველობა და თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა
** საჭიროების შემთხვევაში დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება;
** სახანძრო სისტემის, წყლის ტუმბოებისა და ავზების, ლიფტების, საბარათე სისტემის, გენერატორისა და სხვა ტექნიკური ობიექტების მოვლა-პატრონობისთვის დაკონტრაქტებულ კომპანიებთან ან შესაბამისი მიმართულების საკომუნიკაციო პირებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპლექსში შესრულებული სამუშაოებისთვის შესასყიდი მასალების შეკვეთის განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი ყოველი კვირის ბოლოს უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო საათები: 10:00-19:00
კვირაში 5 დღე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 29 მაისამდე გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის სერვისის მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე