Робота для біженців з України
აღმოსავლეთ საქართველოს გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმოსავლეთ საქართველოს გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე აღმოსავლეთ საქართველოს გაყიდვების წარმომადგენელი (პრისელერი + დელივერი)

პრისელერის ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს ახალი კლიენტების მოძიება განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
** უზრუნველყოს საკუთარი პორტფელის ფარგლებში პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** იზრუნოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ოპტიმალურ განლაგებაზე;
** აქტიურად ჩაერთოს ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაში;
** წარადგინოს ყოველდღიური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ და შეავსოს შესაბამისი ტაბელი;
** შექმნას ეფექტური და კეთილგანწყობილი ურთიერთობა პარტნიორებთან;
** დროულად და სრულად მოაგვაროს ფულადი გადახდების საკითხი და მოახდინოს გადახდების კომპანიის სალაროში შეტანა.

დელივერის ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის განსაზღვრული მარშრუტით;
** საწყობიდან საქონლის მითვლა და ზედნადების შესაბამისად მიწოდება;
** ავტომობილის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა და წესიერი ექსპლუატაცია;
** მოძრაობის წესების დაცვა და საწვავ-საპოხი მასალით უზრუნველყოფა;
** ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, მყისიერი ინფორმირება;
** დოკუმენტაციის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომანქანა (პრისელერის ნაწილში);

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახალი კლიენტების მოზიდვის და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

პირობები და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე)
** ბონუსური სისტემა: 1500 ლარიდან ზემოთ გამომუშავება გეგმაზე მიბმულად
** 200 ლარი — ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია
** საწვავი — წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის შესაბამისად
** მივლინების ხარჯების ანაზღაურება
** ულიმიტო მობილური ტარიფი

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენება)
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
** სამუშაო არეალი: აღმოსავლეთ საქართველო, ქვემო ქართლის ჩათვლით

მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr.ojakhuri@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 ივნისი, 2025 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე