Робота для біженців з України
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კომპანია "ალიანს ჯგუფი" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსია: Junior Sales Manager
მდებარეობა: ბათუმი
მის: მარჯანიშვილის ქ. #6
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
დონე: საწყისი (Junior)

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიური მონაწილეობა გაყიდვების პროცესში
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის/პროექტის შეთავაზება
** ურთიერთობა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებთან
** შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების გამართვა
** კლიენტების მოთხოვნების დაფიქსირება და შემდგომი მხარდაჭერა
** ყოველდღიური კომუნიკაცია გუნდთან და მენტორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებით დაინტერესება და განვითარებაზე ორიენტაცია
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** უცხო ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუს სისტემა
** ანაზღაურების ზრდა შენს ჩართულობასა და შედეგებზეა დამოკიდებული
** განვითარება პროფესიონალ გუნდთან ერთად
** მენტორების მხარდაჭერა
** გამოცდილება კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უძრავი ქონების პროექტზე მუშაობით
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი. გამოსაცდელი ვადის შემდეგ (ან უფრო ადრეც) საერთო ანაზღაურებამ შეიძლება 3, 000-5, 000₾ შეადგინოს.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 07 ივნისის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge -ზე, სათაურში მიუთითეთ: Junior Sales Manager.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე