დასახელება:
დისციპლინის სამსახურის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს დისციპლინის სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** მოსწავლეებთან კომუნიკაცია, მათ ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა;
** მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
** შესაბამისი ელექტრონული და საინფორმაციო ბაზების მომზადება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 მაისი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|