Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იდეა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"იდეა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

იდეა დეველოპმენტი 2015 წლიდან მოღვაწეობს დეველოპერულ სფეროში, ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და საოფისე-კომერციულ სივრცეებს.

კომპანიის დასრულებული პროექტებია ტიფლისი I და ტიფლისი II - პრემიუმ კლასის კერძო სახლები ლისზე. 2023 წელს, კომპანიამ ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის "იდეა პანორამას" მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2025 წლის შემოდგომის ბოლოს დასრულდება.

ოფისის მდებარეობა: ქ. თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის შეთავაზებების და პრეზენტაციების მაღალ დონეზე მომზადება/წარდგენა;
** კონკურენტების ანალიზი
** გაყიდვების დამატებითი არხების მოძიება
** საერთაშორისო პარტნიორების მოძიება
** ბაზრის კვლევა და მუდმივი მონიტორინგი
** ზარებსა და მესიჯებზე პასუხი
** გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება
** CRM - პროგრამაში მუშაობა
** ბაზების შექმნა
** პროდუქტის დახვეწა და აქციების დაგეგმვის ინიცირება
** გაყიდვის შემდგომი მოლაპარაკებები მომხმარებელთან
** სხვადასხვა რეალტორთან კომუნიკაცია
** მარკეტინგის გუნდთან კოლაბორაციული მუშაობა
** B2B - გაყიდვების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარები;
** უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00
** შაბათს მორიგეობა - 11:00-15:30

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 6 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე