Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კურსი.ჯი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - Kursi.ge აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

სამუშაოს აღწერა: მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის აღსრულებასა და საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელებაზე. კოორდინაციას უწევს მარკეტინგის გუნდს და თანამშრომლობს გარე კრეატიულ სააგენტოებთან/პარტნიორებთან რათა ბრენდის მიზნების შესაბამისი კამპანიები წარმატებით განხორციელდეს.

ძირითადი მოვალეობები:

პროდუქტის მარკეტინგი:

** განსაზღვროს და მუდმივად განაახლოს პროდუქტის პოზიციონირება, ღირებულების შეთავაზება და მომხმარებელთან კომუნიკაციის მესიჯები.
** უზრუნველყოს პროდუქტის გამოშვების სტრატეგიები (Go-to-Market), ახალი ფუნქციების, განახლებებისა და ლონჩებისთვის.
** ჩაატაროს ბაზრის, მომხმარებლის და კონკურენტების კვლევები პროდუქტის სტრატეგიისა და გზავნილების განსასაზღვრად.
** შექმნას გაყიდვების მხარდამჭერი მასალები: pitch deck-ები, one pager-ები, ტრენინგ დოკუმენტები და ა.შ.
** მონიტორინგი გაუწიოს პროდუქტის მოხმარებას, ფუნქციური მახასიათებლების ეფექტურობას და მომხმარებელთა უკუკავშირს, პერიოდული გაუმჯობესებების შესატანად.

კომუნიკაცია:

** დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული კამპანიები ციფრულ არხებში (Meta, Google, YouTube და სხვ.).
** მართოს კონტენტის კალენდარი (სოციალური ქსელები, ბლოგი, იმეილ კამპანიები და ა.შ.).
** ითანამშრომლოს დიზაინერებთან და კონტენტის შემქმნელებთან ვიზუალებსა და ტექსტებზე.
** გაზომოს და გაანალიზოს მარკეტინგული არხების ეფექტურობა, მომხმარებელთა მოზიდვის ხარჯები, CAC და ROI.

თანამშრომლობა გუნდებს შორის:

** ითანამშრომლოს პროდუქტისა და დეველოპმენტის გუნდთან ფუნქციური პრიორიტეტების განსაზღვრაში.
** გაუწიოს მხარდაჭერა გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდებს სტრატეგიული კომუნიკაციისა და გზავნილების მასალებით.
** მოამზადოს მარკეტინგული აქტივობების შედეგებისა და დასახული KPI-ების შესრულების ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტები

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფინტექში ან SaaS-ში)
** გამოცდილება კრეატიულ და ციფრულ გუნდებთან მუშაობაში
** კოპირაიტინგის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე nino@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მარკეტინგის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე