დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
HSE Group
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
HSE Group არის შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე და ვთავაზობთ მათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N:7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან;
** კომპანიის მომსახურების პროდუქტების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია);
** პოტენციური ან ბაზაში არსებული კომპანიებთან კომუნიკაცია და არსებული ბაზის დამუშავება/განვითარება.
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების გეგმისთვის ხელშეწყობა (შესრულება);
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულება)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:
"კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი".
გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩეს ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|