Робота для біженців з України
ონლაინ სამორინეს დილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ სამორინეს დილერი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე "კრისტალბეთის" სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას ონლაინ სამორინეს დილერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, არასტანდარტული, ცვლადი გრაფიკი;
ადგილმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ სამორინეს მიმდინარე თამაშის წესებისა და თამაშის პროცესის წარმართვის პროცედურების ცოდნა;
** ონლაინ თამაშების პროცესის ორგანიზება და ჩატარება;
** თამაშის მიმდინარეობის კონტროლი;
** პასუხისმგებლობა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
** ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დილერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არაუგვიანეს 2025 წლის 7 ივნისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე