Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=632491&print=yes&view=jobs
 
გაყიდვის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: გლობალ ერთი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
სატელეკომუნიკაციო კომპანია ს.ს. "გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება (დასაშვებია სტუდენტიც)
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. (Word/Excel/PowerPoint)
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვის სფეროში (სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში - სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება)
** სასურველია ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა

უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა
** პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პირადი კლიენტების ბაზების შექმნა
** შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისების გაზიარება.
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა,
** ინტერნეტის და სატალეფონოს სერვისების პრეზენტაცია და გაყიდვა.

სამუშაო განაკვეთი: სრული ან თავისუფალი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურების სისტემა სრულ განაკვეთზე: ფიქსირებული + გამომუშავება და ბონუსი
** ანაზღაურების სისტემა თავისუფალ განაკვეთზე: მხოლოდ გამომუშავებაზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ახალგაზრდულ, დინამიურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროს
** მართვის მოწმობის ფლობის შემთხვევაში მანქანას და საწვავს.

სრული განაკვეთით ანაზღაურება ფიქსირებულ ხელფასს პლიუს გამომუშავებით, საშუალოდ 500-დან 5000 ლარამდე, თავისუფალი განაკვეთით მხოლოდ გამომუშავებაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 7 ივნისისა შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ უფლებამოსილებას დავამუშაოთ.

მოწოდებული ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია