Робота для біженців з України
ბარმენი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
სეზონური ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი.
ანაზღაურება: 1700 ლარი (net).

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 20 მაისიდან 15 ივნისამდე ეტაპობრივად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მომზადება;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმლის მომზადება სწრაფად და ხარისხიანად;
** სტუმრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ (ფასი, მახასიათებლები, შემადგენლობა)
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენაზე მოთხოვნის გაკეთება მენეჯერთან შეთანხმებით;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;
** კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 7 ივნისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე