Робота для біженців з України
საოპერაციო კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო კოორდინატორი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
Officemart უკვე 12 წელზე მეტია საქართველოში ელ-კომერციის სფეროში ლიდერია. ჩვენს მომხმარებლებს — კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს — ვაწვდით საოფისე ნივთების სრულ სპექტრს. ჩვენს წარმატებას განსაზღვრავს ერთგული მომხმარებელი და ძლიერი გუნდი, რომელიც ზრუნავს ხარისხზე, სიზუსტესა და დროულ მიწოდებაზე.

დღეს ვეძებთ ახალ გუნდის წევრს — საოპერაციო კოორდინატორს, რომელიც ჩაერთვება შეკვეთების დამუშავებაში, მარაგების კონტროლში და უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის შეუფერხებელ მიწოდებას.

ვაკანსია: საოპერაციო კოორდინატორი
მდებარეობა: თბილისი, მეტრო გურამიშვილთან
განაკვეთი: სრული (40 საათი კვირაში)
დეპარტამენტი: საოპერაციო
ვებგვერდი: http://www.officemart.ge

ჩვენ შესახებ:

შენი მთავარი ამოცანები იქნება:

** შეკვეთების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი
** მარაგების მართვა — დროული შევსება, სტატუსის კონტროლი და გაუთვალისწინებელი საჭიროებების მოგვარება
** კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გუნდის წევრებთან — სატელეფონო ზარებით და ელფოსტით
** ინვოისების მომზადება და გაგზავნა
** საწყობისა და ლოჯისტიკის მხარდაჭერა

ვის ვეძებთ:

** კარგად ორგანიზებულს და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს
** ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად მართოს რამდენიმე პროცესი
** კარგ კომუნიკატორს — წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით
** სწრაფი რეაგირების და პრობლემების გადაჭრის უნარით
** ტექნიკურად გახსნილ ადამიანს, ვისაც ექნება Excel-თან და იდეალურ შემთხვევაში ჩვენი სხვა პლათფორმები: Fina - Asana

უპირატესობად ჩაითვლება:

** საოპერაციო ან შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** განვითარებისა და სწავლების შესაძლებლობას
** გახსნილი, მხარდამჭერი გუნდი

ანაზღაურება: გამოსაცდელ (3თვე) პერიოდში 1100 ლარი, შემდგომ 1400 ლარი

როგორ შეიტანო განაცხადი:

გთხოვ, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელფოსტაზე: ana.zardiashvili@officemart.ge და სათაურის ველში მიუთითე: "საოპერაციო კოორდინატორი"

შენთვისაა ეს ვაკანსია თუ:

** გინდა ყოველდღიურად მუშაობდე ოპერატიულ და სწრაფ პროცესებზე
** გიყვარს სტრუქტურა, წესრიგი და ორგანიზებულობა
** გინდა იყო პროცესის ცენტრალურ წერტილში და შედეგის განმსაზღვრელი
** გწამს, რომ გუნდური წარმატება შენით იწყება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე