დასახელება:
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სოფლის განვითარების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ხობის მუნიციპალიტეტი, ქ. ხობი
ანაზღაურება: 1250 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფერმერთა სამიზნე ჯგუფების შერჩევა, მათი საჭიროებების განსაზღვრა/პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
** სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელება, დაინტერესებულ პირებთან საველე და საოფისე შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა; დარგობრიოვი (თეორიული და პრაქტიკული) რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით.
** სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის.
** საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.
** თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
** კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
** ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის (მათ შორის საპროგნოზო), პროდუქტების წარმოების რაოდენობის და ა. შ. მოძიება, შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი პროგრამული ასახვა.
** კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია აგრარული მიმართულებით.
** მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** პრობლემების ანალიზის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ხობის წამყვანი სპეციალისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|