Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბარმენად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადა"-ს სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში;
** ღამის საათებში, სახლამდე უფასო ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე