დასახელება:
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული სკოლა
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
შპს ქართულ-ამერიკული სკოლა Georgian-American School აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასის მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 09:00 - 17:00 სთ
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების წარმართვა. (ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას; საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას; ისეთი ხერხების გამოყენებას რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას სხვადასხვა აქტივობებში).
** იცნობს არაფორმალური განათლების მნიშვნელობას და საჭიროებას ზოგად საგანმანათლებლო სფეროში;
** იცნობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებსა და დაწყებითი საფეხურის სტანდარტს;
** იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი გარემო; ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები და ფლობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაბამის სტრატეგიებს;
** ხელს უწყობს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
** საგნობრივი შედეგების გარდა, ხელს უნდა უწყობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე: hr@gas.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დაწყებითი კლასის მასწავლებელი".
|
|
|
|