Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Tempo Construction
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"Tempo Construction" — სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბათუმში და ახორციელებს ორ მიმდინარე პროექტს Queen`s Residence და Serenade by Tempo ბათუმის პრესტიჟულ უბანში ახალი ბულვარის მიმდებარედ.

ჩვენი გუნდი ეძებს საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვების პროცესში გლობალურ ბაზრებზე

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
გამოცხადების თარიღი: 5/5/2025
განაცხადის მიღების ვადა: 30/05/2025

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის პროცესის სრული მართვა
** საერთაშორისო ბაზრების დეტალური ანალიზი
** მომწოდებლების მოძიება, ფასების შედარება და საუკეთესო პირობების მოლაპარაკება
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი
** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და ტრანსპორტირების კოორდინაცია
** ვადების მკაცრი კონტროლი და მასალების დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** რეგულარული კომუნიკაცია სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელებთან
** შესყიდვების რეპორტინგი მენეჯმენტთან და საბუღალტრო გუნდთან

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვების, ლოჯისტიკის ან სამშენებლო სექტორში მუშაობაში
** გლობალურ ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ფლობა
** გამართული მოლაპარაკებების უნარი და სტრატეგიული აზროვნება
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** სწორი დროის მენეჯმენტი, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, სხვა)

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: n.mamuchadze@tempoholding.ge. სათაურში მიუთითეთ: "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.

"ტემპო ქონსთრაქშენი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე