Робота для біженців з України
ტუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტუტორი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
** კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე;
** მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება;
** გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა;
** შესვენებებზე კლასის კონტროლი;
** გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი;
** მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლის ქცევისა და აკადემიური შედეგების შესახებ;
** ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი, გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით;
** საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.);
** კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი (რამდენად დროულად შეაქვთ მასწავლებლებს დავალებები, ნიშნები, არები);
** საკლასო, სასკოლო და ექტრაკურიკულარული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტირებაზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;
** საშინაო დავალებებზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება;
** სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსანტთან გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა:

** თანამშრომლობით უნარებს;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს;
** მოტივაციასა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულობას.

კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება;
3. გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ერთი დღით ტუტორის მოვალეობის შესრულება თანამედროვე განათლების აკადემიაში, დაკვირვების მიზნით.

აპლიკანტმა CV (სასურველია მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge), ან გამოგვიგზავნონ СV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@cea.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე