Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციის შეკვეთების მიღება, დამუშავება, საწყობისთვის დატვირთვის ფურცლის მიწოდება, შესაბამისი შესწორებების შეტანა შეკვეთაში და ზედნადებების ატვირთვა;
** მაღაზიის მენეჯერების მიერ საწყობზე დაბრუნებების კონტროლი;
** შიდა გადაზიდვების ზედნადებების ატვირთვა;
** სარეკლამო ოპერაციების შესრულება პროგრამაში;
** მაღაზიის ვადიანი პროდუქციის ბორტებზე ნაშთების კონტროლი;
** ვადაგასული უკან დაბრუნების ბორტებზე ნაშთების კონტროლი;
** შიდა გადაზიდვის ბორტების ნაშთები კონტროლი;
** მიღებული და მისაღები ზედნადებების კონტროლი;
** სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს F3, F2 დონის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე