დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება სერვისის სამსახურში
|
მომწოდებელი:
თბილი სახლი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სერვისის სამსახურში
სტაჟირების პერიოდში კანდიდატი გადამზადდება და იმუშავებს ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით:
** ცენტრალური გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები.
** სპლიტ და მულტი სპლიტ კონდიციონერების სამონტაჟო სამუშაოები.
** VRV/VRF - სისტემის სამონტაჟო სამუშაოები.
** ელექტრობის სამონტაჟო სამუშაოები.
მოთხოვნები:
** განვითარების მაღალი მოტივაცია;
** უპირატესობად ჩაითვლება HVAC, წყალგაყვანილობის ან/და ელექტრო სისტემების ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა (B კატეგორია)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი (სტუდენტის შემთხვევაში განიხილება შეთავსება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი განვითარების შესაბამისად
ბენეფიტები:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პარკინგი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge.
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სტაჟიორი სერვისის სამსახურში".
|
|
|
|