Робота для біженців з України
საკონდიტრო შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონდიტრო შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
სასტუმრო "Ibis Styles Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

Ibis Styles Tbilisi Center იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საკონდიტრო და საცხობი სექციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მრავალფეროვანი საკონდიტრო ნაწარმის მომზადება ტრადიციული და თანამედროვე რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი იდეებისა და დიზაინის შემუშავება საკონდიტრო სამზარეულოსთვის;
** ახალი და საინტერესო დესერტების შექმნა სტუმრების მოთხოვნების გათვალისწინებით;
** პროდუქტების სწორი გამოყენებისა და ტემპერატურის წესების დაცვა;
** პროდუქტების ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება;
** სისუფთავისა და მოწესრიგებული სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** სასტუმროს მომსახურებებზე ფასდაკლებები;
** მრავალეროვან გუნდში მუშაობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩი.

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20.05.2025

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
ზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე