დასახელება:
საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავის პოზიციაზე.
პოზიცია: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
** ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება;
** პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
** მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|