დასახელება:
ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
გრანდ ელექტრონიქსი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელის, ტელეფონისა და ჩათის საშუალებით;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე:hr@grandel.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|