Робота для біженців з України
დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ახალი კლიენტების შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** დავალიანების მქონე კლიენტების სიის გენერირება და მათთან თანხების ჩარიცხვის შესახებ კომუნიკაცია;
** კომპანიის კლიენტებთან დავალიანების გადახდის გრაფიკის შეთანხმება/შეცვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** დავალიანების მქონდე კლიენტებისგან გადახდილი სადაზღვევო პრემიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა ;
** დამუშავებული ინფორმაციის სრული პროგრამული ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება /დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსური მიმართულებით
** ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გაცნობებთ, რომ სს " სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (ს/ნ: 204919008; მის. თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას N 9; ტელ.: +995322922222 ელფოსტა: personaldataofficer@imedil.ge კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც, მონაცემების მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გარანტირებული თქვენი ყველა უფლება დაცულია. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე, რაც გულისხმობს თანხმობის უკან გამოხმობის შესაძლებლობას, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე. ამავდროულად, თანხმობის გამოხმობისას, შეწყდება მონაცემების დამუშავება, თქვენი განცხადების განხილვა, შესაბამისად გამოეთიშებით (სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით თქვენი მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გააგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში შესარჩევ კონკურს. თანხმობის გამოხმობის მიზნით დაგვიკავშირდით ზემოაღნიშნულ საკონტაქტო მონაცემებზე. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე ტექსტს და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე