Робота для біженців з України
ციფრული რეკლამირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული რეკლამირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ციფრული რეკლამირების სპეციალისტის (Digital Advertiser) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.zoommer.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული მედია გეგმისა და KPI -ის მიხედვით კამპანიების შექმნა, განთავსება, დისტრიბუცია (Meta ads, Google ads, სხვა პლატფორმები, DV360 ჩაითვლება უპირატესობად);
** ინდუსტრიის ტრენდების კვლევა საჭიროებებისა და რელევანტური ინტერესების დასადგენად. კონკურენტების ქცევის კვლევა და ანალიზი;
** მიმდინარე რეჟიმში მონაცემებისა და შესრულების მონიტორინგი და მასზე შესაბამისი რეაგირება (tracking & reporting) სინიორ ედვერთაიზერთან შეთანხმებით; (GTM პლატფორმის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა არხებისა და ამოცანების შესაბამისად;
** კოლაბორაცია მარკეტინგის გუნდთან; დიზაინერების გუნდთან თანამშრომლობა და მათთვის სწორი ამოცანების დასახვა.
** დაგროვილი მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად insight-ებისა და user person-ების ჩამოყალიბება მაქსიმალური ROI -ის მისაღებად სინიორ ედვერთაიზერთან კოლაბორაციით.
** Data-driven ციფრული კამპანიების აღსრულება ელექტრონული კომერციის და ბრენდული კომუნიკაციისთვის, რეკლამების ეფექტურობის გაზომვა საიტზე GA4 პლატფორმის გამოყენებით;
** ოპტიმიზაციის გზების შემუშავება/აღსრულება სარეკლამო ელემენტებზე დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, როგორც მეტა, ასევე გუგლის ეკოსისტემაში (Copy, Visual Elements, A/B Testing, Audiences, Budgets, Placement, Bidding, Keywords;
** ბიუჯეტების მართვა და რეპორტების წარმოება, წარდგენა Power BI პლატფორმის გამოყენებით.

ზუმერის გუნდში ველოდებით ციფრული რეკლამირების სპეციალისტს, რომელსაც ექნება:

** ელექტრონული კომერციის რეკლამირების გამოცდილება;
** ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი;
** კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი;
** იქნება თვითმოტივირებული, გუნდის ეფექტური მოთამაშეც და არ შეუშინდება გამოწვევებს;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ზუმერი გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
** კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/0Z2cm0RD0W
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე