დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
გრიდ ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
მინიმალური მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტად ყოფნა.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** შრომის და სახელშეკრულებო სამართლის კარგად ცოდნა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** MS office word-ის კარგად ცოდნა.
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დამსაქმებლის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის და მესამე პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადება და ანალიზი.
** დამსაქმებლის წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
სამუშაო დრო და ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00-დან საღამოს 7 საათამდე, 1 საათის განმავლობაში შესვენება.
დასაქმებულის ანაზღაურება განისაზღვრება მისი გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 23 მაისისა, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info.grid2007@gmail.com და მეილის "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის ვაკანსია". კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|