დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯინო აკვაპარკი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
Gino Aquapark აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: Gino Aquapark, ბეშენოვას ქ. 9, თბილისი (თბილისის ზღვის მიმდებარედ)
ანაზღაურება: 1000 ₾ ფიქსირებული + გაყიდვებიდან 5% ბონუსი (საშუალოდ 1500-2000₾)
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების განხორციელება;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
** Gino-ს სივრცეში მიმდინარე აქტივობების ფოტოსა და ვიდეომასალის შექმნა;
** გუნდის ინფორმირება სიახლეებზე და მარკეტინგული იდეების გენერირება;
** Gino-ს პერსონალთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
მოთხოვნები:
** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
** ფოტო და ვიდეო მასალის გადაღების საბაზისო უნარები
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება
რას გთავაზობთ:
** მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი
** სოციალური პაკეტი და ბონუსური სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: datiashvili_nino@yahoo.com
|
|
|
|