დასახელება:
გრუმერი
|
მომწოდებელი:
Paw Spa Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
"Paw Spa Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გრუმერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამოცდილების მიხედვით / საბაზრო ანაზღაურება
ჩვენ შესახებ:
"Paw Spa Tbilisi" არის ცხოველების სისუფთავესა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული გრუმინგ-სერვისის კომპანია. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ოთხფეხა მეგობრები გრძნობენ სიყვარულს, სითბოსა და ზრუნვას.
ძირითადი მოვალეობები:
** ძაღლებისა და კატების დაბანა, გაპარსვა, ბეწვის მოვლა, ფრჩხილების დაჭრა
** ცხოველებთან უსაფრთხო და ჰუმანური ურთიერთობა
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა
** ინდივიდუალური გრაფიკის დაცვა და კლიენტებთან თავაზიანი კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრუმინგში (უპირატესობა მიენიჭებათ პროფესიული კურსის დამამთავრებლებს)
** ცხოველების სიყვარული და მათთან კომფორტულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** სასურველია კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი და გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს და მხარდაჭერას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pawspatbilisi@gmail.com
|
|
|
|