დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - ბუღალტრის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ბი ემ ქეი პარტნერს
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების კომპანია "ბი ემ ქეი პარტნერს" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
** RS-ზე დოკუმენტაციის ატვირთვა/დამუშავება;
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მთ. ბუღალტრის თანაშემწის მოვალეობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office, Word, Excel;
** საბუღალტრო პროგრამა Oris საბაზისო ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
პირობები:
** სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა - ქ. რუსთავი
** ხელფასი: შეთანხმებით
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 15 მაისისა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: bmkpartners2008@gmail.com. რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგალითად: "სტაჟირება"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|