Робота для біженців з України
დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 09 მაისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-14:00 ან 14:00-18:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო

ძირითადი მოვალეობები:

** SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკების წარმართვა;
** საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** კლიენტების მომსახურება და დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტების კონტრაქტების განახლებების პროცესის მართვა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 09 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - დაზღვევის უმცროსი მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე