დასახელება:
ჯუნიორ კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიბლუსი
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
შპს "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კატეგორიის გაყიდვების, მარაგების და ასორტიმენტის ყოველდღიური მონიტორინგი;
** პროდუქტის ასორტიმენტის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის მხარდაჭერა (მიმოწერა, ფასების განახლება, ინფორმაციის გადამოწმება);
** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
** კატეგორიის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში;
** სისტემაში (ERP/CRM/Excel ან სხვა პლატფორმებში) მონაცემების რეგულარული განახლება;
** პრომო-კამპანიების მომზადებაში დახმარება და მათი ეფექტიანობის შეფასება;
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მინიმუმ 2 წელი, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
** სასურველია ჰქონდეს 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწავლის მზაობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ჯუნიორ კატეგორიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|