Робота для біженців з України
ჰოსთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსთი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში, სასტუმრო Communal-ში ჰოსთის პოზიციაზე:

** ჯავშნის მიღება და განთავსება;
** პოზიტიური გარემოს შექმნა მოსული სტუმრისთვის;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ანგარიშების მომზადება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
** სტუმრის უკუკავშირის გაზიარება შესაბამის დეპარტამენტთან;
** პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა და სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
** კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე