დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Finway
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
საბუღალტრო მომსახურების კომპანია ფინანსური გზა აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშაო დღე)
** სამუშაო დრო: 10:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: 3000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: tasikotea@yahoo.com
|
|
|
|