Робота для біженців з України
დამხმარე თანამშრომელი/საწყობის მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე თანამშრომელი/საწყობის მიმღები
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს დამხმარე თანამშრომლის/საწყობის მიმღების თანამდებობაზე ვეძებთ.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ს/ც: სითი მოლი
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 1120 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, საწყობში განთავსება;
** პროდუქციის მოწესრიგება, სარეალიზაციო ფორმით აწყობა;
** საწყობის ნარჩენების (მუყაოს ყუთები) მოწესრიგება/გადაყრა;
** მომსახურების სივრცეში პროდუქციის, სარეკლამო აქსესუარების განთავსება;

მოთხოვნები: სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში:

მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - დამხმარე თანამშრომელი)

დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://bit.ly/4fO1U0D

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე