დასახელება:
ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიოდიზელი ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
** სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
** იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჟება, გაფორმება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
** ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
** დოკუმენტაციის არქივის წარმოება,
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ სათაურის ველში "subject", მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
|
|
|
|