Робота для біженців з України
უსაფრთხოების და ინციდენტების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების და ინციდენტების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
სს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და სნექების კატეგორიის (Lay`s, Doritos, Cheetos და სხვ.) დისტრიბუცია.

ასევე ახორციელებს "Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.

სს. "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების და ინციდენტების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ.49.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეომონიტორინგის გამოყენებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ინციდენტების პრევენცია;
** დაკარგული ან არასრულად შესრულებული შეკვეთების შემთხვევების, ანალიზი და შემოწმება;
** რეგიონალური ობიექტების ვიდეოკონტროლი, ჩანაწერების წარმოება და პერიოდული გადახედვა;
** უსაფრთხოების კუთხით, რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაცია და ინციდენტებზე შესაბამისი უწყებების ინფორმირება;
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** უსაფრთხოების წესების დარღვევების გამოვლენა, ანალიზი და აღმოფხვრა;
** კონფიდენციალური და პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად;
** შიდა პოლიტიკით და ქცევის კოდექსით განსაზღვრული წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
** კორპორატიული SIM ბარათი;
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge. ელ. წერილის სათაურში (" Subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უსაფრთხოების და ინციდენტების მართვის სპეციალისტი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 5 ივნისი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე