დასახელება:
წარმოების აღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
GFC Consulting
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო ფირმას, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) ორგანიზაციებს.
შპს "GFC Consulting" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღმრიცხველის პოზიციაზე კვების ობიექტების აღრიცხვის მიზნით ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო პროცესის გამართვა პროგრამა ში, კერძოდ: მზა პროდუქციის და ნედლეულის ნომენკლატურის შექმნა;
** საკალკულაციო ბარათების შექმნა მზარეულებთან/შეფთან კოორდინაციით და პერიოდული მონიტორინგი;
** ყოველდღიური ნედლეულის და საქონლის შესყიდვის ოპერაციების ასახვა პროგრამაში და ყოველდღიური მონიტორინგი RS ზე ატვირთული ზედნადებების საფუძველზე;
** ნედლეულის და საქონლის აღწერის ინსტრუქციის შექმნა აღმწერი პირებისთვის;
** შუალედური და თვის ბოლო თარიღით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი; აღწერის პროცესის ინსტრუქციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** აღწერის შედეგების პროგრამაში შეყვანა და დანაკლისი/ზედმეტობის რეპორტის მომზადება;
** დანაკლისი/ზედმეტობის რეპორტის საფუძველზე მენეჯმენტთან ნედლეულის ანალიზი და მათი გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება;
** გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერის ორგანიზება და საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი ანგარიშის გაგზავნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
** რესტორნის აღრიცხვის პროგრამა SYRV/IIKO; სუფრა-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი.
ანაზღაურება კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში (ორშაბათი-პარასკვი) 5 დღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, დისტანციურად. ვიზიტი ობიექტზე კვირაში 1 დღე სავალდებულოა.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი (CV) რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@gfcc.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "წარმოების აღმრიცხველი თბილისში".
შენიშვნა: ფოტოსურათის და პირადი მონაცემების გარეშე რეზიუმე არ განიხილება
|
|
|
|