Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ფინჰაბ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "ფინჰაბ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00 სთ - 18:00 სთ)
ანაზღაურება: 500 + ბონუსი (საშუალო ჯამური ანაზღაურება 1500 ლარი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მათ შორის სტუდენტი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel).

ძირითადი მოვალეობები:

** წარმომადგენლობა სასამართლოში, გამარტივებულ საქმისწარმოებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** კომუნიკაცია სასამართლოსთან/გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, სააღსრულებო ფურცლის აღების/რეგისტრაციის მიზნით;
** კერძო არბიტრაჟში საქმეების მოკვლევა;
** საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებასთან დაკავშირებული განცხადებების გაგზავნა სააპელაციო სასამართლოში;
** მომხმარებლებისთვის გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა, პროფილური დავალებების შესრულება.

საჭირო უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@finhub.ge არაუგვიანეს 2025 წლის 02 ივნისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე