Робота для біженців з України
გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ლაერტონი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"Laerton Hotel Tbilisi" არის მაღალი დონის 4 * სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის შუაგულში, ერთ-ერთ

ტურისტულ ცენტრში და შედგება 58 ნომრისგან, სპა სივრცისგან, საკონფერენციო / საბანკეტო დარბაზებისგან და ბარ-
რესტორნისგან.

სასტუმრო "Laerton Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერითი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სწორი არხების შერჩევა და მათი განვითარება
** კორპორაციული კლიენტებისთვის პრეზენტაციის მომზადება / ჩატარება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კლიენტების მოძიება და მათთან
გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება
** სასტუმროს მარკეტინგული გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება
** ინდივიდუალური და კორპორატიული კლიენტების ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება
** მუდმივი ბაზრის ანალიზი
** გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა დავალებების შესრულება
** მუდმივი რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ.მისამართზე: gm.laerton@gmail.com.

გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე