დასახელება:
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჩემი ოფისი
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული ზუსტი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქტების გამოვლენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება, თუმცა განიხილება დამწყების კანდიდატურაც;
** კანცელარიაში, ან დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (რუსული და ინგლისური);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|