დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
მონოლით ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს არქიტექტორის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქციები:
** არქიტექტურული პროექტების დეტალური რევიზია;
** არქიტექტურული პროექტების შექმნის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია მხარეებს შორის;(დამკვეთი, არქიტექტურული კომპანია, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, დენდროლოგი, ინჟინერი და ა.შ.)
** პროექტის შესაბამისად შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა გეგმარების კორექტირება;
** პროექტის შესათანხმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვის გამცემ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები და შეთანხმებულ პროექტთან სამუშაოების შესაბამისობის დადგენა-რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი არქიტექტურული განათლება;
** ARCHICAD-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 მრავალბინიანი/მრავალფუნქციური სახლი/კომპლექსი)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** გუნდური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** მოტივირებული, პროცესების მართვის უნარი.
ანაზღაურება: 2500-3500 ლარი (NET)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@monolith.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება-არქიტექტორი.
"მონოლით ჯგუფისთვის" მიუღებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, როგორც კანდიდატების კვალიფიკაციის განხილვის, ასევე შრომითი ურთიერთობის ეტაპზე.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge.
|
|
|
|