დასახელება:
დიასახლისი, ჰაუსმენი
|
მომწოდებელი:
ბაზარი ორბელიანზე
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
"ბაზარი" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 70-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
გასტრონომიული სივრცე "ბაზარი" აცხადებს ვაკანსიებს დალაგება-დასუფთავების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში - 5 სამუშაო დღე/2 დღე დასვენება; დღეში - 8 სამუშაო საათი).
ანაზღაურება: საათში - 6, 25, დღეში (8 საათიან სამუშაო გრაფიკში) - 50₾.
1. დიასახლისი
ძირითადი მოვალეობები:
** სველი წესითა და შესაბამისი სითხეების გამოყენებით მტვერის, ზედაპირების, ბაზარი ორბელიანის შიდა ტერიტორიის გადაწმენდა;
** საპირფარეშოების დალაგება, ნაგავის გატანა, დამატება საჭირო ინვენტარის - საპონი, ქაღალდი.
** სტუმრებისათვის განკუთვნილი ლიფტების დასუფთავება;
** უზრუნველყოს სისუფთავე ბაზარ ორბელიანის შიდა ტერიტორიაზე;
2. ჰაუსმენი
ძირითადი მოვალეობები:
** დარბაზების, ლიფტების, კიბის უჯრედების, დერეფნების, მოსაწევის სივრცისა და გარე პერიმეტრის დასუფთავება;
** ნაგვის გატანა;
** იატაკის მორეცხვა, გახეხვა და გაპრიალება სპეციალური სარეცხი მანქანის გამოყენებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591504452 ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|