Робота для біженців з України
კონსულტანტი - ელექტრო სექცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი - ელექტრო სექცია
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "მირა" თავისი არსებობის უკვე 21 წლიან ისტორიას ითვლის. მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქტისა და კვალიფიციური სერვისის შეთავაზება - ის მთავარი ამოცანაა, რომლის სრულფასოვნად შესრულებითაც კომპანიამ მოიპოვა სანდო პარტნიორის სახელი, კონკურენტულ გარემოში. ყოველივე ეს კი იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ამ საქმეს.

დღეს, სწორედ შენ გეძლევა შანსი, გახდე ამ გუნდის წევრი და მუშაობასთან ერთად განვითარდე პროფესიულად.

ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი - ელექტრო სექცია

მოვალეობები:

** კონსულტაციის გაწევა, საქონლის გამოწერა, საქონლის გამზადება-გაცემა;
** ინვოისის გამოწერა, რეალიზაციის გატარება პროგრამაში;
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; პროდუქტ (ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა;
** აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებებისა და პოზიციის შესაბამისი სამუშაოების შესრულება,

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** ელექტრო საქონლის (ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები) ცოდნა;
** პროფესიული გადამზადების კურსის გავლა ელექტრობის მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:00-მდე (შესვენება 1 სთ) (დასვენების დღე: კვირა);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + საბონუსე სისტემა.

დამატებით ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამუშაო დღის განმავლობაში კვებას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.mira.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე