Робота для біженців з України
სენდვიჩ არტისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
SUBWAY ეძებს ახალ "სენდვიჩ არტისტებს"!

თუ გინდა, მუშაობა ხალისითა და განვითარებით, შემოუერთდი SUBWAY-ს გუნდს! ვინ არის სენდვიჩ არტისტი და რას ისწავლით ამ პოზიციაზე მუშაობით?

სენდვიჩ არტისტი:

** ხვდება სტუმრებს;
** ამზადებს პროდუქტს რეცეპტების შესაბამისად;
** იცავს სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ სტანდარტებს;
** ასრულებს სალარო ოპერაციებს;

თქვენ ისწავლით:

** როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი ინგრედიენტები არაჩვეულებრივ სენდვიჩებად;
** გაეცნობით საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს;
** გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარს და ისწავლით მომხმარებელთან ურთიერთობას;
** ჩაერთვებით SUBWAY-ს გუნდურ თავგადასავლებში
** ვის შეუძლია ჩვენთან "სენდვიჩ არტისტის" პოზიციაზე დასაქმება?
** თუ კი ხართ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა სამსახურს შეთავსებით/მოქნილი გრაფიკით
** თუ კი არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და ეძებთ ადგილს სადაც გამოიმუშავებთ თანხას

SUBWAY სწორედ სწორედ ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოთ!

გთავაზობთ:

** თქვენზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკებს, როგორც დღის ასევე ღამის ცვლებში
** საათობრივ ფიქსირებულ ანაზღაურებას (რომელიც სამუშაო დატვირთვის შესაბამისად თვიურად მერყეობს 800-დან 1000 ლარის ფარგლებში)
** წამახალისებელ აქტივობებს, პრიზებსა და ფულად ბენეფიტებს, რაც თქვენს სამუშაო რუტინას უფრო მრავალფეროვანს გახდის
** 50% ფასდაკლებით კვების უზრუნველყოფა, SUBWAY-ს უგემრიელეს სენდვიჩებსა და სალათებზე

მისამართები, სადაც შეგიძლიათ დასაქმდეთ:

** საბურთალო, 26 მაისის მოედანი #1
** თავისუფლების მოედანი, პუშკინის #19
** ვაკე, ჭავჭავაძის #19

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1UoNsQ4EmRoXU6H6inqziN3E9m8nOs7lC29hvRFY5PD4/viewform?edit_requested=true ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილის მისამართზე: ana.demuria@aacc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "სენდვიჩ არტისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე