Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=631610&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"Imex Cargo Logistics" - ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სანდო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის თურქეთიდან, ჩინეთიდან და ევროპიდან. ასევე ვთავაზობთ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას და ტვირთის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი + შედეგზე დაფუძნებული ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00)

შენი ძირითადი პასუხისმგებლობები იქნება:

** საერთაშორისო გადაზიდვების შეკვეთების კოორდინაცია (იმპორტი/ექსპორტი)
** ტრანსპორტირების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და დროის კონტროლი
** სატრანსპორტო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია
** საბაჟო პროცედურების თანმიმდევრული კონტროლი
** სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ახალი პარტნიორების მოძიება
** დატვირთვის სქემების სტანდარტიზება და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება
** დეტალური რეპორტინგი განხორციელებული გადაზიდვების შესახებ

შენი პროფილი:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვების გამოცდილება
** თურქული ენის ცოდნა (აუცილებელია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

შენი უნარები:

** ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი

გთხოვ, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: career@imexcargo.ge

Subject ველში მიუთითე: ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია