Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ჩვენი პერფორმანს მარკეტინგის არხების (Google Ads, Meta, Microsoft Ads, Apple Ads, SEO) და პროდუქტის (iOS, Android, and Web, Email, Notifications, App Store, Play Store) განვითარებისთვის ვეძებთ გრაფიკული დიზაინერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად Talkpal-ის მარკეტინგული და აპლიკაციის ვიზუალური მასალების შექმნაზე და განვითარებაზე (Photo, Video, AI).

შენი ძირითადი სამუშაო:

** მარკეტინგის არხებისთვის გრაფიკული ელემენტების შექმნა
** პროდუქტისთვის და ვებსაიტისთვის გრაფიკული ელემენტების შექმნა
** მარკეტინგის არხებისთვის ვიდეოების დაედიტება AI-ს მეშვეობით
** მარკეტინგის და პროდუქტის გუნდთან აქტიური მუშაობა
** მარკეტინგის პლატფორმებთან მუშაობა (Google Ads, Meta, Microsoft Ads, Apple Ads, SEO)
** A/B ტესტირების ვარიაციების შემუშავება
** AI ვიზუალურ კონტენტთან აქტიური მუშაობა (მათ შორის Midjurney)

შენ მოგაქვს:

** გრაფიკული დიზაინის 3+ წლის გამოცდილება
** ვიდეო ედიტინგის მინიმუმ საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** AI კონტენტთან მუშაობის გამოცდილება (Midjourney, GPT, etc)
** სასურველია Figma-ს საბაზისო დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გსურს შემოგვიერთდე? გამოგვიგზავნე CV აქ: info+marketingdesign@talkpal.ai 2025 წლის 31 მაისამდე. სასურველია თან დაურთოთ თქვენი პორტფელის ლინკები (Dribble, Behance, ან სხვა) ან PDF ფაილი. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის კოდი: 19289-2025.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე