Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ROMAN Georgia
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
მაღაზია "ROMAN" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ბრენდის შესახებ:

ROMAN-ი არის ქალის ტანსაცმლის პრემიუმ კლასის თურქული ბრენდი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს თურქეთში, სადაც აქვს 100-მდე მაღაზია. ROMAN ასევე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ქალაქ თბილისსა და ბათუმში.

მისამართები:

** ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4 სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი";
** ქ. ბათუმი, აბაშიძე/მაზნიაშვილის 13/3.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** კომუნიკაბელური;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული;
** პუნქტუალური.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა.

პირობები:

** განაკვეთი: სრული 7 საათიანი სამუშაო ცვლა, ერთი საათი შესვენება, კვირაში ერთი დღე დასვენება;
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: romangeorgia.galleria@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 20 მაისი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

შპს "აი ენდ თის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "აი ენდ თი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "აი ენდ თის" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "აი ენდ თის" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე