Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=631563&print=yes&view=jobs
 
დაცვის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის უფროსი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29

ჩვენ შესახებ:

"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი
** ვიდეომონიტორინგის სისტემების მართვა და ანალიზი
** დაცვის თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და ინსტრუქციების გაცემა
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება
** უშიშროების პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და მონიტორინგი
** თანამშრომლობა მენეჯმენტთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ობიექტის უსაფრთხოების მართვაში
** დაცვის სამსახურის ორგანიზების და მართვის უნარი
** ვიდეომეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემების ცოდნა
** ფიზიკური გამძლეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დისციპლინა, ორგანიზებულობა და კრიტიკულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია