Робота для біженців з України
საინჟინრო პროექტების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Мepster
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
საინჟინრო კომპანია "მეპსტერი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე (MEP Project Manager)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** საპროექტო დავალების, მოთხოვნების და პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა;
** საინჟინრო გუნდთან ერთად სამუშოების დაგეგმვა და განხორციელება;
** განხორციელების გეგმა-გრაფიკის მომზადება და პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან შეჯერება;
** შესყიდვების გრაფიკის მომზადება და მისი კონტროლი;
** საჭირო მასალა-დანადგარების სპეციფიკაციების იდენტიფიცირება, შესასყიდი მასალების დამკვეთთან შეთანხმება და შესყიდვა;
** პროექტთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ინიცირება და პროცესის კოორდინირება;
** დამკვეთთან, საპროექტო გუნდთან და საზედამხედველო კომპანიასთან (არსებობის შემთხვევაში) უწყვეტი კომუნიკაცია, შეხვედრების ინიცირება და საკითხების შეთანხმება;
** პროექტის საინჟინრო გუნდის, კონსულტანტებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინირება და მართვა;
** ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება, როგორც კომპანიის მენეჯმენტთან, ისე დამკვეთთან ან/და დამკვეთის წარმომადგენელთან;
** რისკების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება;
** საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტების მიღება-შეთანხმება;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და საპროექტო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის მიმდინარეობისას საჭირო საწარმოო და საშემსრულებლო ნახაზების მომზადების კოორდინაცია;
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების აქტების მომზადების და მასალების ჩამოწერის პროცესის ორგანიზება და მართვა;
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების ინიცირება და დამკვეთთან შეთანხმება;
** პროექტის ბიუჯეტისა და გასაწევი ხარჯების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ტესტირების უზრუნველყოფა და სისტემის გაშვება-გამართვის ორგანიზება და მართვა;
** პროექტის ფინანსური ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საინჟინრო განათლება (ელექტრო/მექანიკური მიმართულებით);
** MEP პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და პროფესიული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას (სხვა ქალაქიდან რელოკაციის შემთხვევაში);
** პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mepster.ge 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის მენეჯერის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს https://mepster.ge/

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე