Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფის 1
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"ოფის 1" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სფერო: საოფისე ავეჯის, საოფისე ნივთების, ტექსტილის, საოჯახო ავეჯის და განათების რეალიზაცია.

** ანაზღაურება ხელფასი საშუალოდ 1000+ ლარი (ფიქსირებული 900-1000 ლარს + პრემიალური დანამატები);
** ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქ.10;

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები: კორპორატიული და საცალო გაყიდვების წარმოება და მართვა;

აუცილებელი მოთხოვნა:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში (გამოცდილება 2 წელი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა, ტესტირება ექსელში; 
** სალარო ოპერაციების და გაყიდვების პროგრამების ცოდნა (ტესტირება);
** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება სოციალურ ქსელებში მუშაობის გამოცდილებას;

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-დან უხელფასო სწავლება სტაჟირებას ქუთაისის ფილიალში ან თბილისში, სათაო ოფისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30-დან 19:30 საათამდე, შაბთ კვირას: 11:00 დან 19:30 მდე; კვირაში 2 დასვენების დღე.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი.

არასრული ან არასწორი ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV სურათით, შემდეგ მისამართზე:
ფოსტაზე: K10@office1.ge, ვაიბერზე, ვათცაპში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 20 40 17;

გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, ოფის 1-ქუთაისის ფილიალი. CV გამოგზავნის გარეშე ვაკანსია არ განიხილება.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე